წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები shop.woodsbro.ge-ის ადმინისტრაციისა და ვებ-გვერდის მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს. თუ მხარეებს შორის არ არის წერილობით შეთანხმებული სხვა რაიმე პირობა, ვებ გვერდზე გაკეთებული შენაძენი რეგულირდება აღნიშნული წესებითა და პირობებით. მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.

საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. shop.woodsbro.ge არ აპირებს მომხმარებლებს დაარღვევინოს ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. shop.woodsbro.ge პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე.

              

მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს shop.woodsbro.ge -ის ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას და პროდუქციის შესყიდვისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, არ მოახდინოს ნივთის მიწოდება და არ დააბრუნოს გადახდილი თანხა, სანამ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები არ დაადგენენ რეალურ ვითარებას. პროდუქციის განვადებით შეძენის შემთხვევაში ურთიერთობები რეგულირდება მომხმარებელსა და ბანკს და სხვა შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს შორის. shop.woodsbro.ge -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მომხმარებლისა და ფინანსური ინსტიტუტის ერთმანეთთან დაკავშირებით.

 


საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის აწყობა და საბოლოო სახით ჩაბარება. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ დაიტოვებს შეძენილ პროდუქციას, shop.woodsbro.ge წამოიღებს მიტანილ ნივთს ან ნივთებს და დაუბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას ტრანსპორტირებას, სართულზე ატანისა და აწყობის ხარჯების გამოკლებით.